Pages

Wednesday, February 17, 2016

მისტიური სახლის ამბავი


პატარაობაში, ზაფხულობით დედას ხშირად დავყავდი ნათესავებთან სოფელში. ამ დროისთვის იქ ჩემი ნახევარძმაც იყო. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.
ერთად ვთამაშობდით. ვაკეთებდით მშვილდ-ისრებს, დავდიოდით ტყეში და კარგად ვერთობოდით. ყველაზე მეტად მაინც ტყეში სიარული გვიყვარდა. ტყის სიღრმეში შევიდოდით და შემდეგ უკან დასაბრუნებელ გზას ვეძებდით.
ერთხელ ტყეში წავედით. საკმაოდ ღრმად შევედით. უკვე ღამდებოდა, როცა ძველი სახლი დავინახეთ. სახლის კარი ღია იყო. მე წინ მივდიოდი, ძმა უკან მომყვებოდა. სახლში შევიხედე. ბნელი და ბინძური ადგილი იყო. ოთახში მაგიდა, სკამები და საწოლი იდგა. იატაკზე გაზეთები ეყარა. საშინელი სუნი იდგა. შემეშინდა და იქიდან წასვლა გადავწყვიტე, როცა ჩემი ყურადღება ვიღაცის თავმა მიიქცია. კაცი იატაკზე ეგდო. მას თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ მკვდარი იყო. სახლში მდგარი საშინელი სუნი მას ასდიოდა. ეს გახრწნილი ადამიანის სუნი იყო.
ძმას ხელი მოვკიდე და გავიქეცი. სახლთან მდგარ სათავსოსთან გარბენის დროს იქიდან საშინელი დედაბერი გამოვიდა. ხელში სისხლიანი დანა ეჭირა. გაიცინა და ჩემი დაჭერა სცადა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
მთელი სისწრაფით გავრბოდი. როცა იქაურობას მოვცილდი ცოტახანს შევისვენე. დავინახე რომ ძმა ჩემთან არ იყო. უფრო მეტად შევშინდი და სახლისაკენ გავიქეცი.
სახლში მისულმა ყველაფერი ოჯახის წევრებს ვუამბე. მე და ბიძაჩემი მანქანაში ჩავჯექით და ძველ სახლში წავედით. იქ ვერც ჩემი ძმა ვიპოვეთ, ვერც საშინელი ქალი და ვერც მკვდარი. ბიძაჩემმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა ამასაც არ ჰქონია შედეგი.
მრავალი წელი გავიდა და ახლაც არ ვიცი რა მოუვიდა ჩემს ნახევარძმას, მაგრამ მიხარია, რომ ეს მე არ მომივიდა.